თუ ღმერთი მომცემს კიდევ ერთ შვილს, დიდი სიამოვნებით გავაჩენ - თიკა ჯამბურია

ჯამბურია

მომღერალი თიკა ჯამბურია საზოგადოების მხრიდან ყურადღების ნაკლებობას არ განიცდის. იყო პერიოდი, როცა ის იყო ბულინგის მსხვერპლი და მისი სატელევიზიო ეთერები - დიდი განხილვის თემა. რომელ სოციალურ ქსელს იყენებს და როგორი დედაა, ამაზე მომღერალი „ვიზიტორში“ საუბრობს.

„ბულინგმა იკლო, იმიტომ რომ „ფეისბუკზე“ აღარ ვაქტიურობ. თუ ძალიან არ მჭირდება, არ ვიყენებ. ჩემი აზრით, „ფეისბუკი“ გახდა ადამიანებისთვის ძალიან აგრესიული პლატფორმა. მე ვიყენებ „ინსტაგრამს“ ძალიან მიყვარს, ის ჩემს ერთ-ერთი შემოსავლის წყაროდაც კი იქცა. „ტიკ-ტოკს“ კი ჩემი შვილი მასწავლის“, - ამბობს თიკა.

კითხვას როგორი დედაა, ასე პასუხობს: „საკუთარ თავზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ნინა მაქებს ხოლმე. ჩვენ მეგობრები ვართ, ეს არის მთავარი. თუ ღმერთი მომცემს კიდევ ერთ შვილს, დიდი სიამოვნებით გავაჩენ და გავზრდი, თუ არა, არც ესაა პრობლემა.