ნინა წკრიალაშვილს მეგობარმა მამაკაცმა ქურდობისთვის უჩივლა

nina tskrialaSvili

მომღერალი ნინა წკრილაშვილი ყოველთვის სკანდალების ეპიცენტრშია, თუმცა წელიწადზე მეტია საჯაროდ აღარ გამოჩენილა.

ნინა ბოლოს სატელევიზიო გადაცემაში ია ფარულავას „ფარულ კონვერტში“ გამოჩნდა, სადაც მის ყოფილ მეგობარ მამაკაცზე, ბიზნესმენ გია შელეგიაზე სკანდალური განცხადება გააკეთა.

გადაცემაში სტუმრობისას, ნინამ თქვა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელიც გადაცემის ეთერში გასვლამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა, მას სწორედ გია შელეგიამ გაუვრცელა და მისი სიყვარულის ისტორიის შესახებაც ისაუბრა.

„ამ ადამიანთან მე მქონდა ურთიერთობა, რომელიც სკანდალურად დავასრულეთ, მისი ტყუილების გამო. მართლა მეგონა, ცხოვრებაში ამდენი იმიტომ ვიწვალე, რომ შევხვედროდი ამ ადამიანს. მეგონა ის იყო მამა, ბიძა, მთელი სულით და გულით ვენდობოდი. მეგონა მორჩა, დაიწყო მშვიდი ცხოვრება ჩემს ცხოვრებაში.

ყველას ეგონა რომ ფულის გამო ვიყავი მასთან, მაგრამ ასე არ იყო. პირველად ვიგრძენი ცხოვრებაში, რომ ვიყავი ქალი. მეგონა მყავს ადამიანი, რომელსაც შემიძლია ბოლომდე ვენდო, მოვეშვი. მანებივრებდა ძალიან.

ძალიან დიდ პატივს ვცემდი, მეხვეწებოდა მისგან შვილი გამეჩინა. ამ ასაკში რამოდენიმე თვის გაცნობილ ადამიანთან შვილი გააჩინო რთულია. კიდევ კარგი ზურგის ტვინი მაქვს ამოქმედებული. ძალიან ვმეგობრობდით, ჩემი ყველა პრობლემის შესახებ იცოდა. ურთიერთობიდან ზუსტად ერთ წელში გავიგე, რომ მისგან ორსულად იყო სხვა ქალი. ცხოვრების ბოლო იმედი დამენგრა“ – იხსენებდა მომღერალი.

ნინამ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ პოლიციას არ ჰქონდა პირდაპირი მტკიცებულებები იმის, რომ ვიდეო გია შელეგიამ გაუვრცელა, თუმცა იმედი დაიტოვა რომ მოვიდოდა დრო, როცა ეს ოფიციალურად დადასტურდებოდა.

რა ეტაპზეა დღეს საქმის გამოძიება, ამის გასარკვევად „პრაიმამბები“ გია შელეგიას დაუკავშირდა.

– რად მინდოდა მე ეგ ვიდეო, რომელი პოლიტიკოსი ნინა წკრიალაშვილი მყავს? მოსკოვში ვიყავი, როცა დამირეკეს და ეს ამბავი მითხრეს. გავგიჟდი. შემდეგ პოლიციაში მივედი და გამომკითხეს. სუდი (სასამართლო) ჩატარდა, ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეს და მოვითხოვ, ნინა წკრიალაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში ბოდიში მომიხადოს ამ ცილისწამებისთვის.

ქურდბაცაცაა მაგი, მაგან მომპარა რაღაცეები და მერე ჩაუბარებია ლობარდში. მოატანინეს პოლიციელებმა. იქ დევს ჩემი ნივთები როგორც ნივთმტკიცებულება.

ის ტყუილი და საზიზღრობა, როგორ მაკადრა. ეს ვინ ყოფილა? ვიცოდი ღირსების ორდენოსანი ქალი იყო და ეს რა გამიკეთა.

– ცნობილია, რომ ნინას თქვენც უჩივლეთ, რაზე უჩივლეთ, რის მოპარვას აბრალებთ?

– ოთხკარატიანი ბრილიანტის პერსენი მქონდა, დამეკარგა და მერე უცებ გაჩნდა სახლში, ოღონდ თვალი აღარ ჰქონდა. კიდევ „როლექსის“ საათი და „არმანის“ საკოლექციო სათვალე მომპარა.

– რითი ამტკიცებთ რომ ნინა გპარავდათ ამ ნივთებს?

– სხვა არავინ არ მოდიოდა ჩემთან. მოატანინეს მერე ის ნივთები, თურმე ლომბარდში ჩაუბარებია. ყვირის მაჩუქაო, არ მიჩუქებია. როცა ვუჩივლე ირმა ჭკადუა აიყვანა ადვოკატად და ამბობდა, მაგას ვანახებ სეირსო.

მოვითხოვ ბოდიში მომიხადოს და ყველაფერი დამიბრუნოს რაც ჩემგან აქვს. რამდენიმე დღის წინ, მაგის ადვოკატმა დამირეკა, მითხრა, იქნებ მოვრიგდეთო, ნივთებს დაგიბრუნებთო, ის ნივთები, რაც პოლიციაში დევს, ისედაც დამიბრუნდება, მე მინდა ყველაფერი დამიბრუნოს რაც ჩემგან მიიღო.