ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შესახებ აფრთხილებს.
,,ხვალ, 30 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში, კრწანისის ქ. N7-თან , წყალმომარაგების ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 ნოემბერს 22:00 საათიდან 1 დეკემბრის 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
კრწანისის რაიონში:
კრწანისის ქუჩას ჩიხებით, შესახვევებითა და გასავლებით, მეფე სოლომონ II ქუჩას და I, II შესახვევს, კახა კაციტაძის, ორთაჭალის N 60-134 (ლუწებს), N 75-133 (კენტებს), ალიოშა ჯაფარიძის, წინანაურის, გიორგი გურამიშვილის (გორგასლის გასასვლელი) I, II შესახვევი; გიორგი გურამიშვილის (გორგასლის შესახვევი) N 13-19 (კენტებს), გორგასლის N 71(ნიუ ჰოსპიტალი) ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის", - აღნიშნულია განცხადებაში.