წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1774983408
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„დიდუბის რაიონში, დიღმის მას. II კვ, N12-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას 22:00 საათიდან 2 აპრილი 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: დიღმის მასივი II და III კვარტლებს, ბელიაშვილის N 1-55 (კენტებს), N2-60 (ლუწებს) ქუჩას და ბელიაშვილის 1 ჩიხს.