„სიტყვები უძლურია ასეთი ტკივილის წინაშე...“ - მეგასკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1772569424
4 მარტს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩა N13-თან წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 4 მარტის 11:00 საათიდან 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონი: ფერმწერთა ქუჩას ჩიხებით და შესახვევებით, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზაალიშვილის, ტაბიძის, ბიწაძის, კვაჭაძის, კედარის, გაბუნიების, კაპანელის, ვარაზის და მიმდებარე ქუჩებს. ნუცუბიძის მე-2 და მე-4 მიკრორაიონების ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge