მეცნიერებმა დაასახელეს ხილი, რომელშიც კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება აღმოაჩინეს - ახალი კვლევა
1767381960
მთავრობამ შენობა-ნაგებობის ესთეტიკურ მახასიათებლებზე დადგენილება მიიღო, რომელიც 2026 წლის 1-ელ ივლისამდე სარეკომენდაციო ხასიათისაა, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კი სავალდებულო გახდება. ამის შესახებ bpn წერს.
კერძოდ, 18 დეკემბრის დადგენილებით, ცვლილებები შევიდა „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ დადგენილებაში.
შედეგად, დადგენილებაში გაჩნდა შემდეგი შინაარსის ახალი მუხლი: შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული ესთეტიკური მახასიათებლების მქონე არქიტექტურული პროექტის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართული ადმინისტრაციული ორგანო:
1. არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებული არქიტექტურული პროექტი საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან (შემდგომში − სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე ვრცელდება მშენებლობის შეტყობინებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლებისგან განსხვავებულ არქიტექტურულ ესკიზზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში სსიპ − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან შეუთანხმებლობა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის შეტყობინების გადაწყვეტილების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.“
არქიტექტურული ესკიზის (მათ შორის, I კლასის შენობა-ნაგებობის) შემუშავებისას დაცული უნდა იქნეს შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლები, საქართველოს მთავრობის სათანადო დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“