წვა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის საფრთხე

რეკლამა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, დაბინძურებული ჰაერით ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება.

მსოფლიოში 10-დან 9 ადამიანი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რომელიც არ შეესაბამება ჯანმოს სტანდარტებს, ვკითხულობთ ჯანმოს განცხადებაში.

ჯანმოს ინფორმაციით, ჰაერის დაბინძურება ზრდის ინსულტის შემთხვევების რაოდენობის, გულის, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების განვითარების რისკებს, სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების შემთხვევებს.

წვა, როგორც დაავადებების გამომწვევი მიზეზი

ყველასთვის ცნობილია, რომ ჰაერის დაბინძურების ავტომობილების გამონაბოლქვი და სხვადასხვა საწარმოო საქმიანობის შედეგად გამოყოფილი აირები და ქიმიური ნივთიერებები იწვევს. თუმცა, ბუნებრივი ნარჩენების წვა და საყოფაცხოვრებო საქმიანობასთან დაკავშირებული გამონაბოლქვი არანაკლებ სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისათვის.

მყარი მასალების წვის შედეგად გამოიყოფა ისეთი ნივთიერებები, როგორებიც არის: მეთანი, მხუთავი აირი (CO), ჰიდროკარბონები და სხვა მავნე ნივთიერებები.

თუმცა, დახურულ სივრცეში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს თამბაქოს მოხმარება წარმოადგენს.

თამბაქოს წვა ქიმიური პროცესია, რომელიც 6000C-ზე მიმდინარეობს. შედეგად, გამოიყოფა მიკრო ნაწილაკები და 7000-მდე ქიმიური ნივთიერება, რომელთაგან 100 მავნე ან პოტენციურად მავნე ნივთიერებად სახელდება. თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ონკოლოგიური, გულსისხლძარღვთა და სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების განვითარებას. ის ზიანის მომტანია როგორც მწეველთათვის, ასევე მათ გარშემომყოფთათვის.

წვასთან დაკავშირებული ზიანის შემცირება

წვასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა განსხვავებულ მიდგომას იყენებს. მაგალითად, გერმანიამ, შვეიცარიამ და დიდმა ბრიტანეთმა ღია წვის ტექნოლოგიების ჩანაცვლების მიზნით, დაიწყეს განახლებადი ენერგიის გამოყენების წახალისება.

ბენზინზე მომუშავე ავტომობილების მოხმარების შედეგად ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, იზრდება ელექტრონული ავტომობილების რაოდენობა. შესაბამისად,  ნელ-ნელა მცირდება შიდა წვის ძრავის მქონე მანქანების არა მხოლოდ მოხმარება, არამედ წარმოება.

2019 წელს მსოფლიოში ელექტრო მანქანების მოხმარება 43%-ით გაიზარდა. 2021 წელს კი ელექტრო ავტომობილების გაყიდვების რაოდენობა 2.6 მილიონს გაუტოლდა. უფრო მეტიც, 2021 წელს ნორვეგიაში ელექტრო მანქანების მომხმარებელთა რაოდენობამ 176 000-ს გადააჭარბა, 2020 წელს ისლანდიაში არსებული 370 000 ტრანსპორტიდან ელექტრო მანქანების რაოდენობა 16,000-ს უტოლდებოდა.

უფრო მეტიც, რამდენიმე ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ელექტრო საწვავის ფართო წარმოების შესახებ გააკეთა განცხადება. ელექტრო საწვავი არის სინთეტიკური ბენზინი, რომელიც მეთანოლის ბაზაზე იქმნება. ნავთობისგან განსხვავებით, ამ სახის საწვავი წვის დროს არ გამოყოფს სათბურის გაზს, შესაბამისად, ამცირებს ჰაერის დაბინძურების ხარისხს.

წვასთან დაკავშირებული ზიანის შემცირების მიზნით თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიებმა შექმნეს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა, რომელიც არ იყენებს წვის ტექნოლოგიას, ის თამბაქოს ღერს 350°C-მდე ახურებს. შესაბამისად, არ გამოყოფს კვამლს, არამედ წარმოქმნის აეროზოლს. შედეგად, ტრადიციული თამბაქოს კვამლთან შედარებით, საგრძნობლად ამცირებს კანცეროგენული და მავნე ქიმიური ნივთიერებების რაოდენობას.

დღეს მსოფლიოში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობებს მილიონობით ადამიანი მოიხმარს. თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობის მომხმარებელთა რაოდენობა 21 მილიონს აჭარბებს, ხოლო ელექტრონული სიგარეტების მომხმარებელთა რაოდენობა 2021 წლისთვის, Euromonitor-ის წინასწარი მონაცემებით, 55 მილიონს უტოლდებოდა.