თსუ მზად არის, სტუდენტებთან მოლაპარაკება დაიწყოს, თუ ისინი... - რა პირობას უყენებს სტუდენტებს ადმინისტრაცია

თსუ

უნივერსიტეტი მზად არის სტუდენტებთან მოლაპარაკება დაიწყოს, თუ ისინი რექტორის კაბინეტს დატოვებენ და კონსტრუქციულ რეჟიმზე გადავლენ, - ამ განცხადებას "კურიერთან" უნივერსიტეტის კანცლერი აკეთებს. სტუდენტებისთვის შეთავაზება მიუღებელია, რადგან ისინი არ აპირებენ დატოვონ რექტორის კაბინეტი, სანამ მათი მოთხოვნები სრულად არ შესრულდება.

სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას, რექტორის გადადგომას, ფინალური გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩატარებას ან დიდ ქალაქებში საგამოცდო ცენტრების დამატებას ითხოვენ. სტუდენტების მეორე ნაწილი კი, პროტესტის ამ ფორმას არ ეთანხმება და განათლების მინისტრთან შეხვედრის მოლოდინშია.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კან­ცლე­რი, ლაშა საღინაძე მიიჩვევს, რომ ძალადობრივი ფორმა, უნივერსიტეტისთვის მიუღებელია.

"კეთილგონიერებას მოუხმონ, ძალადობრივი ქმედებები არის მიუღებელი. კონსტრუქციულ ფორმატში მზად ვართ შევხვდეთ და ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე",- აცხადებს ლაშა საღინაძე.