პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს, სოციალურ ქსელში, „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა.
მისი თქმით, წარსულის ასეთი გაუაზრებლობა განაპირობებს აწმყოს სიმძიმეს.
„დღეს, გამოცდების გამო ამბოხებულ სტუდენტებთან, თუ მათ გულშემატკივრებთან ურთიერთობისას კიდევ ერთხელ მივეხალე შოკის მომგვრელ უმეცრებას.
ამ ადამიანებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაზე არაფერი იციან.
საერთოდ არაფერი იციან.
თსუში სწავლობენ და 30 წლის წინ საქართველოში რა ხდებოდა არ იციან.
ვერ ხვდებიან, რას ნიშნავდა სტუდენტობა 90-იანებში - ფიქრობენ, რომ ვინც 90-იანების სტუდენტობა გამოვიარეთ
პრივილეგირებულები ვართ და გაჭირვება არ ვიცით.
ეს პრობლემაა. წარსულის ასეთი გაუაზრებლობა განაპირობებს აწმყოს სიმძიმეს“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.