ცნობილია, როდის და სად დაკრძალავენ ზურა ბერიკაშვილს

ზურა ბერიკაშვილი

მსახიობ ზურა ბერიკაშვილს ხვალ, 16 სექტემბერს უკანასკნელ გზაზე გააცილებენ.

მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსახიობს 15:00 საათზე ამაღლების ეკლესიიდან გააცილებენ. (საბურთალოს პანთეონის შესასვლელი).

ცნობისთვის, ზურაბ ბერიკაშვილი ავადმყოფობის შემდეგ 13 სექტემბერს გარდაიცვალა.