ცნობილია, 22 წლის ახალგაზრდის ვინაობა, რომელიც თელავში ავარიას ემსხვერპლა

ჯო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსიპირში ავტოსაგზაო შემთხვევისას გარდაცვლილი ბიჭი, 22 წლის ნოდარ სეთურიძეა.

ახალგაზრდა კაცის  გარდაცვალებას ახლობლები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

"ღმერთმა ცათასასუფეველი დაგიმკვიდროს ჩემო ძმაო, თან წაიღე ჩემი გული. საშინელებაა, რომ ვეღარ გნახავ, როცა ჩამოვალ. ყოველთვის მომენატრები და ჩემი დანაკლისი იქნები, მთელი ცხოვრება,შენს ლამაზ სულს ვენაცვალე"- წერს მეგობარი.

ნოდარ სეთურიძე სავაჭრო ქსელ "გორგიას" თანამშრომელია.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპისირში წუხელ მოხდა.

ქვეითად მიმავალ 22 წლის ბიჭს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.