ცნობილი ქართველი ექიმი გარდაიცვალა

გლოვა

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური საზოგადოება, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნევროლოგისა და ეპილეფტოლოგის ლიკა ყანდარელის გარდაცვალების გამო.

„2002 წლიდან, ქალბატონი ლიკა მოღვაწეობდა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ნევროლოგიის კათედრაზე. იგი გახლდათ, პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრი და არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორი.

თანავუგრძნობთ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს და სამძიმარს ვუცხადებთ ქალბატონი ლიკას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში. 

ასევე ნახეთ:

დღეს უმძიმესი დღეა - საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს შოვში სტიქიის დროს დაღუპულ შვიდ ადამიანს

უმძიმესი კადრები: მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი და მეწყერი - სტიქიური უბედურება კალიფორნიაში

ყურადღება! შავი ზღვის წყლის ხარისხზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა

თეა გოდოლაძის პირველი კომენტარი გავრცელებულ ბრალდებაზე