1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დღეს "კურიერმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ინფორმაციით, პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს და თეა გოდოლაძეს 2000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული, ხოლო საქმე სასამართლოში განიხილება.
ბრალდებას უარყოფს თავად თეა გოდოლაძე და კვირის პალიტრასთან ამბობს, რომ მისი დისკრედიტაცია ხდება.
ჩვენ დავუკავშირდით თეა გოდოლაძეს. იგი ამბობს, რომ მისი დისკრედიტაცია ხდება და შოვის ტრაგედიის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს ვერ ჰპატიობენ.
„ჩემი ადვოკატები გააკეთებენ განცხადებას და ჩაერთვებიან პროცესში. რეალურად, საქმე სხვაგვარად არის. პირიქით, ჩემზე მოხდა ფიზიკური ძალადობა ჩემი პარტნიორი მამაკაცის მხრიდან. ამის გამო, მე გამოვიძახე პოლიცია, შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული მის წინააღმდეგ, მას უწევდა ციხეში წასვლა და ეს რომ არ მომხდარიყო, ათქმევინეს, რომ თითქოს მე ვიძალადე მის 17 წლის შვილზე და ასე აღძრეს საქმე ჩემ წინააღმდეგ. არადა, ეს სიცრუეა. პირიქით, მან იძალადა ჩემზე, რადგან არ მოსწონდა მე და მამამისს რომ გვქონდა ურთიერთობა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა კონფლიქტი. ეს არის 2021 წლის ამბავი, მაშინ მე არაფერი მითქვამს... მაგრამ შემდეგ, როცა ჩემი პარტნიორის ძალადობის გამო გამოვიძახე პატრული, ეს ძველი ამბავი გამოიყენეს. ათქმევინეს, თითქოს მე ვიძალადე მის შვილზე და გამოჰყვეს ცალკე წარმოებაში ეს საქმე. რაღაც თქვი გოდოლაძეზეო და მან ეს თქვა. 2021 წლის ამბებზე საუბარი, აქეთ ვარ დაზარალებული. მოკლედ, გამოიგონეს საქმე ჩემს წინააღმდეგ და ახლა ატრიალებენ ამას. ვიმეორებ, მე შეტანილი მაქვს საჩივარი. ჩემზე მოხდა ძალადობა... “,- ამბობს თეა გოდოლაძე.
ასევე ნახეთ:
თბილისში სასწრაფოს ექიმებმა 7 თვის ჩვილს გაჩერებული გული აუმუშავეს
ყურადღება! შავი ზღვის წყლის ხარისხზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა
ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ