პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიწისძვრა, წყალდიდობა, ქარიშხალი და მეწყერი ბოლო 24 საათში - კალიფორნია ტროპიკული შტორმის "ჰილარის" დამანგრეველ შედეგებს ებრძვის. შტატს ბოლო 84 წლის განმავლობაში ტროპიკული შტორმი პირველად დაატყდა თავს.
სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შტატის გუბერნატორმა 11 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. კოკისპირულმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შემდეგადაც გზებზე მეწყერი ჩამოწვა. ინტერნეტში გავრცელებულ კარებში კარგად ჩანს, თუ როგორ მოდის უზარმაზარი ტალახის მასა სავალი გზებისკენ.
სტიქიის შედეგად დაზიანდა მანქანები, მაღაზიები, ელექტროგადამცემი ხაზები, წაქცეულია ხეები, დაიტბორა და დაინგრა გზები, ჩამოიშალა კლდეები. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ასობით რეისი გადაიდო ლოს-ანჯელესსა და სან-დიეგოში. დაიხურა სკოლები. მოსახლეობა ქვიშის ტომრებს აგროვებს იმ შტატებში, სადაც ჯერ კიდევ ელოდებიან ქარიშხლის გამოჩენას. 26 მილიონი ადამიანი სტიქიის გამო რისკის ქვეშაა.
"ჰილარიმ" კალიფორნიამდე მექსიკას გადაუარა. ერთი ადამიანი სტიქიას იმ დროს ემსხვერპლა, როდესაც უცბად მოვარდნილმა წყალმა ის გზიდან მანქანიანად გაიტაცა და დაახრჩო. ძლიერმა შტორმა მექსიკაშიც მეწყერი გამოიწვია. ამ დროისთვის, ტროპიკულ შტორმ "ჰილარის", რომელიც მე-4 კატეგორიის ქარიშხალამდე გაძლიერდა, ნევადას, ორეგონსა და აიდაჰოში ელოდებიან.