ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
როგორი მხარჯველია სალომე გოგიაშვილი, რაში არ უყვარს მას ფულის გადახდა, რისთვის შეუძლია დანაზოგის გაკეთება და რაში არ ენანება ფული არასდროს,- ამ თემებზე „თბილისელებთან“ საუბრობს.
სალომე გოგიაშვილი: ფული არის ცხოვრებისთვის აუცილებელი საშუალება. მის გარეშე ელემენტარულსაც კი ვერ გააკეთებ. მე რომ სოფელში ვცხოვრობდე და ჩემი მეურნეობა მქონდეს, შეიძლება, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდე, მაგრამ ქალაქში რომ ხარ და შვილები გყავს, ფულის გარეშე ვერ იარსებებ.
– საერთოდ, ანაზღაურების ოდენობა რამდენად გადამწყვეტია სამსახურის შერჩევისას?
– ყველა ადამიანი მაღალანაზღაურებად სამსახურს ეძებს, მაგრამ მე ამაში არასდროს მიმართლებდა. ყოველთვის ბევრად მეტს ვშრომობდი, ვიდრე ანაზღაურება მქონდა. ასეთი ტიპი ვარ, ოღონდ დავიწყო და ვიწყებ მინიმალურზე, იმის იმედით, რომ ჩემი შრომა აუცილებლად დაფასდება და ყველაფერი კარგად იქნება. ხშირ შემთხვევაში, ჩემი იმედი არ მართლდება ხოლმე და ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ამ პერიოდებში ძალიან კარგი სანაცნობო წრე შევიძინე.
– ფულის დაგროვება გამოგდით?
– ფული არასდროს მიჩერდება. ალბათ, გენეტიკურია, მამაჩემიც ასე იყო, დედაც ასეთია. რასაც ოჯახში მიგაჩვევენ, ის არის შენი ცხოვრების წესიც. არ მგონია, რომ ადამიანი „ჟმოტად“ იბადებოდეს. როგორ გარემოშიც იზრდება, ისეთია. ჩვენთან 24 საათი სტუმრიანობა იყო. იმაზე მეტი საჭმელი კეთდებოდა, ვიდრე ოჯახში გვჭირდებოდა, იმიტომ, რომ სტუმრებს ველოდით. ვხედავდი, დედა და მამა როგორ ახარებდნენ ერთმანეთს. ბებია – სიძეს და შვილს და ასე შემდეგ. ოჯახში ყველა ერთმანეთისთვის ვიყავით და ახლა ეს წესები ჩემს შვილებთან, ჩემს ოჯახში გადმოვიტანე. შესაძლოა ვიღაცისთვის ბანალური იყოს, მაგრამ გამორიცხულია, ჩემმა შვილებმა ერთმანეთს არ გაუყონ რაც გვაქვს, თუ ყველასთვის საკმარისი არ არის, არცერთი არ შეჭამს. ჩვენ გვყავს ორი ოჯახი, რომელსაც მატერიალურად ძალიან უჭირთ. ჩემი შვილები მივაჩვიე, რომ მათთვის მთელი წლის განმავლობაში აგროვონ ფული და წლის ბოლოს მივდივართ მათთან, ცალკე მე და ჩემი მეუღლე ვეხმარებით, ცალკე – ჩემი შვილები და იმედია, მომავალშიც ასეთები იქნებიან.
– რაში არ გიყვართ ყველაზე მეტად ფულის გადახდა?
– ჯარიმებში (იცინის). ვერ ვიტან, მძულს. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს უყვარს. არადა, მე და ჯარიმები, თამამად ვიტყვი, ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობთ. ეს ძალიან მტკივნეული თემაა და ყოველ გადახდაზე ყველას ისე „გემრიელად ვიხსენიებ“ (იცინის).
– ზოგადად, დღეს, ფულის ქონა-არქონა, განსაზღვრავს საზოგადოების შენდამი დამოკიდებულებას?
– ცნობილი გამოთქმაა, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და რეალობაც ასეთია. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რამდენჯერაც არ უნდა მითხრათ, რომ ყველაფრის ლაპარაკი არ შეიძლება, მე პირიქით, მომხრე ვარ, ადამიანმა ზრდილობის ფარგლებში გამოთქვას ის, რასაც ფიქრობს, როცა მას საკუთარ აზრს ეკითხებიან. კი, დღეს ფულით ყველაფერს იყიდი, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ასეა.
როგორც არ უნდა ამტკიცონ ვიღაცებმა, რომ ეს სისულელეა, ვწუხვარ, მაგრამ ეს სიმართლეა. შენს მეგობარს თუ ბევრი ფული აქვს, რომ გაგიჭირდეს არ დაგეხმარება?! არ ემეგობრები ეგეთ ადამიანს?! როგორც კი ასეთი ადამიანები უცებ „ჩავარდნილან“ და ნულზე დარჩენილან, არ გაგიგიათ, რომ უთქვამთ, უახლოესი მეგობრები, სულ რომ გვერდით მყავდნენ, უცებ სადღაც გაქრნენო?! ვინც ამტკიცებს, ასეთი რამ გამორიცხულიაო, ისინი, უბრალოდ, ტყუილში ცხოვრობენ, თორემ ფაქტია, რომ ფულის გარეშე ჯანმრთელობასაც ვერ შეინარჩუნებ. თუ ნორმალური შემოსავალი არ გაქვს, უბრალოდ, მოკვდები შიმშილისგან და უწამლობისგან. ამ დროში ყველაფერი ფულის საჭიროებამდე მიდის და კი, ის ნამდვილად ბევრ რამეს განსაზღვრავს. სრულად
ასევე ნახეთ:
როგორ გამოიყურებოდა მარტა ბარამიძე წლების წინ - ნახეთ ფოტოები
„იმიტომ გიჟდებით ასე... გმადლობთ, ნახვამდის“ - რას წერს ნინი შერმადინი კვარასა და მის მეუღლეზე