ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
„აზოვსტალში" ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა, სავარაუდოდ, კასეტური ბომბის აფეთქებას ემსხვერპლა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა თავშესაფრის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.
ბიგვავა თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა. ის „აზოვის" პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა.
„აზოვსტალის" ბატალიონში იყო, ასეულის მეთაური იყო და ერთ-ერთი საბრძოლო ოპერაციის დროს მოყვა დაბომბვაში. მასთან ერთად 18 კაცია დაღუპული, მე ასე ვიცი. ზოგი დაჭრილია. მეორე სიკვდილია, რომ ცხედარსაც არ გვაღირსებენ, რომ დავიტიროთ, მოვეფეროთ და მიწას მივაბაროთ, " - ამბობს დაღუპულის ბიძა ტრისტან ბიგვავა.
ტატო ბიგვავა უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, აზოვის ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა.
ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
ლოცვა, რომელიც ბზობას უნდა წარმოთქვათ
1744488514