პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ნატალია ქუთათელაძე თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება, რა დროსაც ტროტუარზე მდგომ ბავშვს მანქანა დაეჯახა. (სტილი დაცულია)
„გუშინ ტროტუარზე პატარა ბიჭი იდგა და სკოლის ავტობუსს ელოდებოდა.
ბავშვი ცოცხალია, მაგრამ ფეხის ამპუტაცია მოუწიათ ექიმებს, სხვა მრავალ დაზიანებებთან ერთად. მძღოლზე არაფერს დავწერ.
ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით. არავის გვაინტერესებს ჩვენი სახლის ზღურბლს იქით რა ხდება. სხვისი გათვალისწინება “ტეხავს”. რაც უფრო არ დაემორჩილები კანონს, უფრო “მაგარი” ხარ, სადარბაზოში ლიფტში მოსაქმება არა უშავრს, ფანჯრიდან ნაგვის გადაყრა არა უშავრს, წითელზე 120-ით გასვლა არა უშავრს, “გონკაობა” არა უშავრს, ტელევიზიებიდან დედის გინება არა უშავრს, ერთმანეთის შეურაცხყოფა არა უშავრს და აბა რა “უშავრს?” – წერს ნატალია ქუთათელაძე.
ცნობისთვის, ორი დღის წინ გაჩერებაზე მდგომ 8 წლის ბავშვს შარტავას ქუჩაზე მანქანა დაეჯახა. მას ერთი ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მძღოლს, რომელიც 8 წლის ბავშვს დაეჯახა, აღმკვეთი ღონისძიების პატიმრობა შეეფარდა.