VIDEO: „სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა... ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი“ - ავარიის დროს დაშავებული ბიჭის დედა ვიდეოს აქვეყნებს

8 წლის ბიჭი

დედა, რომლის 8 წლის ბიჭსაც შარტავაზე მანქანა დაეჯახა, სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და წერს:

„სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი. მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ხოლმე ყოველ დილას. ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს აღარ გთხოვ“

თბილისში, შარტავას ქუჩის ტროტუარზე ავტომანქანა 8 წლის ბავშვს 31 მარტის დილით დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

8 წლის ბიჭს ამპუტაცია ჩაუტარდა. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.