1765556657
წითელი თეთრის წინააღმდეგ - რომელი ღვინის დალევა სჯობს
წარსულში მიიჩნეოდა, რომ განსაკუთრებით წითელი ღვინო შეიძლება დადებითად მოქმედებდეს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე. თანამედროვე კვლევები მიუთითებს, რომ ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობა მაინც უკავშირდება ჯანმრთელობის გარკვეულ რისკებს.
სპეციალისტების თქმით, წითელი ღვინო უფრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ეს იმიტომ, რომ დუღილის პროცესში მას ყურძნის კანი და თესლი არ სცილდება, მაშინ როცა თეთრ ღვინოში ეს ნაწილები გაცილებით ნაკლებად გამოიყენება.
ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ღვინო „ჯანსაღი“ არ არის და მისი პოტენციური სარგებელი ვერ აჭარბებს ალკოჰოლის ზიანს. ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, როგორც წითელ, ისე თეთრ ღვინოს ერთი და იგივე გავლენა აქვს კიბოს რისკზე, რადგან სწორედ ალკოჰოლი წარმოადგენს ამ ზრდის ძირითად მიზეზს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ალკოჰოლს კლასიფიცირებს როგორც პირველი ჯგუფის კანცეროგენს.
ვინ უნდა მოერიდოს ალკოჰოლს?
ორსულები, ასევე ისინი, ვინ ცდილობენ დაორსულებას ან ძუძუთი კვებავენ ბავშვს;
აქვთ ღვიძლის, გულის ან კუჭ-ნაწლავის დაავადებები;
იღებენ მედიკამენტებს, რომლებიც ალკოჰოლთან ურთიერთქმედებს;
აქვთ ალკოჰოლიზმის პირადი ან ოჯახური რისკი;
აქვთ კიბოს მაღალი რისკი.
თუ მაინც გადაწყვეტთ ღვინის დალევას, გააკეთეთ ეს მხოლოდ სიამოვნებისთვის და არა ჯანმრთელობის სასარგებლოდ – და აუცილებლად ზომიერად.












