წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
"წინასწარი დასკვნების თანახმად, საქართველოში ჩამოვარდნილ თურქულ სამხედრო თვითმფრინავს თავდაპირველად კუდი მოტყდა, შემდეგ ის სამ ნაწილად დაიშალა" - განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი განმარტებით, შავი ყუთის შემოწმებას და რეალური დასკვნების გამოტანას, სულ მცირე, ორი თვე დასჭირდება.
საკითხზე ისაუბრა თურქეთის პრეზიდენტმაც. ერდოღანის თქმით, თვითმფრინავის შავი ყუთის მოძებნა მოხდა ოპერატიულად. საქართველომ და აზერბაიჯანმა კი, კატასტროფისთანავე მოახდინეს მყისიერი მობილიზება, ეფექტურად ითანამშრომლეს პროცესში, ნამსხვრევების შეგროვებასა და ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
შეგახსენებთ, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა, კატასტროფა 11 ნოემბერს განიცადა.