ტრამპმა ნიკოლას მადუროსთან მოლაპარაკებების გამართვა არ გამორიცხა

 ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია მოლაპარაკებები გამართოს ნიკოლას მადუროსთან - ვენესუელის ლიდერთან, რომელზეც ბოლო თვეებში ამერიკულმა მხარემ ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის ფარგლებში წნეხი გაზარდა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ მადუროსთან მოლაპარაკებების გამართვა შეგვიძლია, ხოლო შემდეგ ვნახავთ, როგორ დამთავრდება ის“.

ტრამპის განცხადებით, მადუროს რეჟიმს აშშ-თან საუბარი სურს.

The Financial Times-ი წერს, რომ ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ვენესუელის სანაპიროს თანამედროვე ამერიკული ავიამზიდი USS Gerald R Ford მიადგა.