წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
დივერსანტები მოსკოვში რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, უშიშროების საბჭოს მოქმედი მდივნის სერგეი შოიგუს აფეთქებას გეგმავდნენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსული მედია წერს, შოიგუს აფეთქებას დივერსანტები უკრაინული სპეცსამსახურების დავალებით აპირებდნენ.
შოიგუზე თავდასხმა მოსკოვის ტროეკუროვის სასაფლაოზე უნდა მომხდარიყო, სადაც ის გარდაცვლილი ნათესავების საფლავის მოსანახულებლად უნდა მისულიყო.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა 14 ნოემბერს განაცხადა, რომ ქვეყნის „ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე“ მომზადებული ტერაქტი აღკვეთა. აფეთქება მოსკოვის ტროეკუროვის სასაფლაოზე ლარნაკში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობით უნდა მომხდარიყო. გამოძიების ფარგლებში დაკავებულია სამი ადამიანი - ცოლ-ქმარი და მიგრანტი, რომელიც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან იყო ჩასული.