1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„წინა ხელისუფლების დროს, უცხოურ სამშენებლო კომპანიაზე გაყიდული ჩოგბურთის კორტების ტერიტორია (იპოდრომის მიმდებარედ) თავის ფუნქციას იბრუნებს“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი წერს.
„წინა ხელისუფლების დროს, უცხოურ სამშენებლო კომპანიაზე გაყიდული ჩოგბურთის კორტების ტერიტორია (იპოდრომის მიმდებარედ) თავის ფუნქციას იბრუნებს. ცათამბჯენი კორპუსების ნაცვლად აქ ისევ სპორტული კომპლექსი აშენდება. მოეწყობა სამი საჩოგბურთო კორტი, მათგან ორი დახურული და ერთი - ღია; 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე, დასასვენებელი სივრცეები...
ამბის ეპილოგი: რაც შენია, განა ყველაფერი შენია!!?“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.