„წინ და წინ“ – „თეგეტა ჰოლდინგი“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს

წინ და წინ

წინ და წინ - წარმატებისკენ, მეტი შესაძლებლობების, ზრუნვის, ინოვაციებისა და განვითარებისკენ! - „თეგეტა ჰოლდინგი“ მასშტაბურ კამპანიას იწყებს. „წინ და წინ“ - ამ სახელწოდების ქვეშ კომპანიამ თავისი განვითარების გზასთან ერთად გააერთიანა სურვილი, რომ ფართო საზოგადოებამ საკუთარი ძალების ირწმუნოს. ირწმუნოს ის, რაც თეგეტას გუნდმა 30 წლის წინათ დაიჯერა და მოკრძალებული მაღაზია საავტომობილო ინდუსტრიად და რეგიონის ლიდერ კომპანიად აქცია.

უკვე სამი ათწლეულია, „თეგეტა“ ქვეყანასა და რეგიონში ავტოინდუსტრიას ცვლის. ჰოლდინგი კომერციულ საქმიანობას 4 კონტინენტზე ახორციელებს. პარალელურად ქმნის საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რომლის ანალოგსაც არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ევროპაშიც იშვიათად შეხვდებით. სწორედ განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვით დააგროვა „თეგეტამ“ საზოგადოების ნდობა და ამ გზაზე სიარულს არ წყვეტს. ავტოინდუსტრიის ლიდერის სტატუსმა „თეგეტას“ პასუხისმგებლობასთან ერთად უფლებაც მისცა „წინ და წინ“ საკუთარ იდენტობას დაუკავშიროს და წარმატების გამოცდილება ახლა უკვე სხვასაც გაუზიაროს.

ვერიკო სუჯაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „თეგეტა ჰოლდინგი“ მალე 30 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ წლების განმავლობაში კომპანიას გამოცდილებაც ბევრი დაუგროვდა და სათქმელიც. გვინდა, რომ „თეგეტას“ მაგალითზე კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რომ წარმატებისთვის მთავარია გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, დაისახო მიზანი და გაჰყვე მას თამამად, „წინ და წინ“.

ავტოინდუსტრიის ლიდერად ჩამოყალიბების გზაზე, განვითარება და ზრუნვა ყოველთვის იყო ჩვენი პრიორიტეტები. ეს იქნება თანამშრომლებისა და საზოგადოების კეთილდღეობა, განათლების ხელშეწყობა, ინოვაციების დანერგვა, ქალთა გაძლიერება თუ გარემოზე ზრუნვა. ამჯერად ყველაფერს ერთად მოვუყარეთ თავი, კამპანიის „წინ და წინ“ ქვეშ გავაერთიანეთ და აქტივობები რამდენიმე ეტაპად გავწერეთ. გვინდა, რომ ჩვენი ხმა ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ განვითარების ამ გრძელ გზაზე ყოველთვის ვგრძნობდით მათ მხარდაჭერას და ნდობას. ახლა კი, ჩვენი მხრივ, გვინდა ვუთხრათ, რომ საკუთარი თავის რწმენასა და ერთმანეთის მხარდაჭერას ნამდვილად შეუძლია დადებითი ცვლილებების მოტანა. კამპანიის მთავარი მესიჯის გარდა, ასევე ვისაუბრებთ იმ სიახლეებზე, რომლებსაც „თეგეტა“ უახლოეს მომავალში გეგმავს.“

კამპანია „თეგეტას“ საიმიჯო ვიდეორგოლით იწყება. შემოქმედებით ჯგუფს რთული მისია დაეკისრა: კომპანიის თითქმის სამი ათეული წელი წამებში უნდა მოეყოლა. მოკლე, მაგრამ დამაჯერებელი უნდა ყოფილიყო მთავარი სათქმელიც. ვისთვისაც სიტყვები საკმარისი არ არის, თავად უნდა სცადოს და დარწმუნდება, რომ გრძელ და რთულ გზაზე „წინ და წინ“ სიარულს გამარჯვებასთანაც მიჰყავხარ და ახალ-ახალ მარშრუტებსაც გამოაჩენს.

 

 

კამპანიის მთავარი მესიჯების ფონზე მალე წარმატების ისტორიებსაც მოვისმენთ. თავიანთი გამოცდილების შესახებ საზოგადოებისათვის ის კარგად ნაცნობი ადამიანები ისაუბრებენ, რომელთა მიღწევები არა მხოლოდ პირადი წარმატება, არამედ მთელი ქვეყნის გამარჯვებაა.

კამპანიის ფარგლები საზოგადოება „თეგეტას“ სტიპენდიატებსა და „თეგეტა აკადემიის“ იმ სტუდენტებსაც გაიცნობს, ავტოინდუსტრია მხოლოდ შორეულ მიზნებად რომ ესახებოდათ, რეალურად კი იქვე, გზად ყოფილა. გზად, რომელსაც ვერ გაიკვლევ, თუ გარემო მწვანე და ჰაერი სუფთა არ არის. ეკოლოგიაზე ზრუნვა დიდი ხანია „თეგეტამ“ ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად აქცია და შვილობილი კომპანია Tegeta Green Planet დააარსა, რომელიც თავის სათქმელს ამ კამპანიაშიც იტყვის.

მოსაყოლი გასულ 29 წელიწადში „თეგეტას“ ბევრი დაუგროვდა და, შესაბამისად, კამპანიაც მასშტაბური დაიგეგმა. უყურადღებოდ არ დარჩება არცერთი ის მიმართულება, რომლებიც კომპანიამ პრიორიტეტად წლების წინ გამოაცხადა და ერთგულად მიჰყვება. წინ 2025 წელი და „თეგეტას“ 30 წლის დაბადების დღეა, რომელსაც რთულ 90-იან წლებში დაბადებული პატარა მაღაზია 40-მდე შვილობილი კომპანიით, 300-ზე მეტი მსოფლიო პარტნიორითა და რეგიონული წარმომადგენლობებით ხვდება.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.