დათუნა სირბილაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში!

დათუნა სირბილაძე

უნდა გვახსოვდეს სუყველას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მოდის 26 რიცხვი. ყველა უნდა მივიდეთ, რადგან ყველას გვინდა მშვიდობა. ღირსებით, ჩვენი ოჯახებით შევიდეთ ევროპაში, - ასეთია მომღერალ დათუნა სირბილაძის გზავნილი საჩხერიდან, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება მიმდინარეობს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიება საჩხერის გარდა, ლანჩხუთშიც იმართება.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ - ამ გზავნილის ირგვლივ საჩხერეში აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე, გელა დონაძე და ანუკა ცქვიტინიძე, ასევე ზუკას ბენდი გაერთიანდნენ, ხოლო ლანჩხუთში მმართველ გუნდს მხარდაჭერას უცხადებენ ქუჩის მუსიკოსები, მირზა მოდებაძე და ბენდი, ასევე თამთა ჭელიძე.