პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას და თომას კვირას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა. თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ მრევლს დღევანდელ ქადაგებაზე სულის და სულიერების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
„ადამიანი უნდა ფიქრობდეს, რომ ცოდვას აჯობოს, გაიმარჯვოს მასზე. ვერაფრით ვუგებ ადამიანს, რომელიც მარტო აღდგომას მოდის ტაძარში. დადგება თომას კვირა და ნახევარი ტაძარში აღარ მოვა. ადამიანს ავიწყდება, რომ ყველა კვირა აღდგომის და ბედნიერებისაა. შაბათის ლოცვისთვის და კვირას, წირვისთვის 2 საათი უნდა გამონახოთ, ღამის ლოცვისთვის კი 10 წუთი.
მინდა კითხვა დაგისვათ, რა უფრო ძვირფასია თქვენთვის, სული თუ ხორცი? ყველასთვის ძვირფასი სულია.
როცა ადამიანს ახლობელი გარდაეცვლება, იქ ყველაზე კარგად ჩანს - ადამიანები თავიანთ გარდაცვლილ ახლობელს ძალიან, ძალიან ტირიან, რადგან ძალიან უყვართ. ხშირად მითქვამს წესის აგების დროს როცა მივსულვარ, „რა გატირებთ“, თუ მარტო ხორცი გიყვარდათ, აგერ არის, სხეული თქვენს წინ. მაგრამ ყველამ კარგად იცით, რომ ტირით იმას, რაც იმ სხეულში აღარ არის, ყველაზე ძვირფასი, რაც იმ სხეულიდან ამოვიდა, ადამიანს ატირებს ის, რომ ყველაზე ძვირფასთან შეხება აღარ ექნება, ვეღარ დაელაპარაკება, მის სულს ვეღარ ნახავს. თუ ადამიანი სულიერი არ არის და არ იცის სულიერი ცხოვრება, მისი უახლოესი ადამიანი მისი გონებიდან, ფიქრებიდან ქრება. თუ ადამიანს სულის არსებობის არ სჯერა, მისთვის თავისი გარდაცვალებული ადამიანი გაქრება. ვისაც სულიერი ხედვა აქვს, მიცვალებულთან ურთიერთობას აგრძელებს.“ - ამბობს მამა შალვა.