თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
წალკის კანიონი გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ებრაელი სტუმრები დაესწრნენ.
„ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ამ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება. ამ ულამაზეს ადგილას, წალკის კანიონზე ასეთი არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურა შეიქმნა, მადლობა კომპანიას, რომელმაც აქ 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 250 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
15 ივნისიდან დაინტერესებული პირები ადგილზე მისვლას და ულამაზესი ხედების დათვალიერებას შეძლებენ.
წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით, საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებელს.
კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.
უნიკალური მინის ხიდი წალკაში, დაშბაშის კანიონზე ისრაელის კომპანიამ KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელა.