ცნობილია, როდიდან შეძლებთ 240-მეტრიანი შუშის ხიდის დათვალიერებას წალკაში

წაკლის კანიონი

ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული წალკის კანიონის დათვალიერება დაინტერესებულ პირებს 15 ივნისიდან შეეძლებათ. ინფორმაცია ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა.

კანიონზე უნიკალური, 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი მოეწყო დაკიდებული შუშის კაფე-ბარით, საიდანაც შთამბეჭდავი ხედი იშლება. 

წალკის კანიონი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ხედებით გამორჩეული ძეგლია, რომელიც ბუნებრივი მრავალფეროვნებითა და პეიზაჟებით, საოცარ სანახაობას სთავაზობს დამთვალიერებელს.

კანიონი თბილისიდან 1 საათის სავალ მანძილზე, 60 კმ-ის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. ახალი პროექტი, რომელიც წალკის კანიონზე ხორციელდება, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის, განსაკუთრებით კი, რეგიონის ეკოტურიზმის განვითარებაში.

უნიკალური მინის ხიდი წალკაში, დაშბაშის კანიონზე ისრაელის კომპანიამ KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელა.