ნოროვირუსული ინფექცია - რა სიმპტომები აქვს და როგორ დავიცვათ თავი
1790010211
წალენჯიხის მერის თანაშემწე, სამსახურებრივი მანქანით ავარიაში მოყვა. გიორგი ხარჩილავა მერიის ავტომანქანით, თანაშემწესთან ერთად თბილისში აქციაზე ჩამოვიდა.
ავტომანქანას უკან დაბრუნებისას არაუფლებამოსილი პირი მართავდა, რა დროსაც სხვა მანქანას დაეჯახა.
მერიის ავტომობილი მოცურდა და სხვა სამი ავტომანქანა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს.
„თანაშემწე იჯდა საჭესთან, გვერდიდან დაეჯახა ჯიპი, შემდეგ მოსრიალდა ეს ჯიპი და 3 სხვა მანქანა დაამტვრია. ადგილზე იყო პატრული, დაწერილია ოქმები. მე ამ დროს ვიყავი სახლში“,- ამბობს გიორგი ხარჩილავა.