ცაგერში „ავერსის კლინიკის“ პროფესიონალ მედიკოსთა გუნდმა მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა

ცაგერი

ცაგერის რეგიონული  ჯანდაცვის ცენტრში „ავერსის კლინიკის“ პროფესიონალ მედიკოსთა გუნდმა ადგილობრივი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარა.

აქციის ორგანიზატორი და მხარდამჭერი გახლდათ ცაგერის მუნიციპალიტეტი. 

გამოკვლევებს ატარებდნენ სხვადასხვა პროფილის ექიმები, მათ შორის: ექოსკოპისტი, კარდიოლოგი, ნევროლოგი, მამოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, გინეკოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ანგიოქირურგი, ზოგადი ქირურგი, ენდოკრინული ქირურგი , ექიმ-სპეციალისტების მიერ დანიშნული მედიკამენტების ნაწილი გაიცა ადგილზე, უფასოდ. 

სამედიცინო აქციას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მაგდა ყურაშვილი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით ჩაკვეტაძე. 

სხვადასხვა სამედიცინო მომსახურება გაეწია სამასზე მეტ მოქალაქეს. მსგავსი ტიპის აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტში მომავალშიც ჩატარდება.