პრემიერის ინიციატივით, ქალაქ ცაგერში  ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა

ფესტივალი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქალაქ ცაგერში  ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული-პაპუნა მარგველიძე, პირველ მოადგილესთან- ქრისტინე კობახიძესთან, მოადგილე-ლევან ზალკალიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ღონისძიებები ქალაქში 17:00 საათიდან დაიწყო.

საფესტივალო ტერიტორიებზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ  მრავალფეროვანი ქართული ღვინო,  მონაწილეობა მიეღოთ გასართობ ღონისძიებებში, დაეგემოვნებინათ  ქართული სამზარეულო და მოესმინათ მუსიკა.

ღონისძიებაში მონაწილეობა  მეღვინეებმა და მეწარმეებმა მიიღეს დღის განმავლობაში მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ  სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართულიყვნენ. აგრეთვე მონაწილეობა მიეღოთ

თონეში ცხობასა და ჩურჩხელების ამოვლებაში.

დღის ბოლოს ღონისძიება ჯგუფ „შარას“ კონცერტით დასრულდა.

ღვინის ფესტივალი 9-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს 25  ქალაქს მოიცავს.