ცაგერი კონცერტი

ცაგერში კონცერტი „ქართული სიმღერა რეგიონებს“ გაიმართა

ქალაქ ცაგერში, კულტურის ცენტრის დარბაზში, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით კონცერტი ,,ქართული სიმღერა რეგიონებს" გაიმართა.

 კონცერტში მონაწილეობდნენ მომღერლები: ნეკა სებისკვერაძე, დავით ნოზაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნათია პერანიძე.  შთამბეჭდავი იყო ნიკა წულუკიძის მიერ ქართველ ხელოვანებსა თუ საზოგადო მოღვაწეებზე, განსაკუთრებული სითბოთი გადმოცემული, ნაკლებად ცნობილი საინტერესო ისტორიები.  ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე -ქრისტინე კობახიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჭდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან ერთად და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.