1728312638
ტრანსგენდერი მოდელი: ვიღებთ უამრავ დაცინვას და დამცირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთის აზრით, არ გვაქვს არსებობის უფლება
25 წლის ბრაზილიელი ტრანსგენდერი მოდელი ვალენტინა სამპაიო უკვე წლებია მოდის ინდუსტრიაში არსებულ ბარიერებს არღვევს.
ვალენტინა პირველი ტრანსგენდერი მოდელია, რომელმაც ფრანგული Vogue-ის გარეკანი დაამშვენა, 2019 წელს ქალის თეთრეულის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდ Victoria’s Secret-თან ითანამშრომლა.
სამპაიომ გამოცემა SI-სთან გულახდილად ისაუბრა, იმაზე თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან ტრანგენდერი ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„იყო ტრანსგენდერი, ხშირად ხალხის გულისა და გონების ჩაკეტილ კართან დაპირისპირებას ჰგავს. ჩვენ ვიღებთ და განვიცდით უამრავ დაცინვას, შემზარავ კომენტარსა და ფიზიკურ ძალადობას, მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთი ადამიანის აზრით, არსებობის უფლება არ გვაქვს.
გაიზარდო მოსიყვარულე ოჯახში, გქონდეს ნაყოფიერი გამოცდილება სკოლაში და იშოვო ღირსეული სამსახური, წარმოუდგენლად შეზღუდული და ლიმიტირებულია ჩვენთვის“, - ამბობს ტრანსგენდერი მოდელი.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888