ტრაგედია შოვში - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

შოვი

სტიქიური უბედურება, რომლის მსგავსიც საქართველოში ათეულობით წლებია არ მომხდარა - მიწა, ქვა- ღორღი, ხე-ტყე, ღვარცოფი - შოვი უზარმაზარი მასითაა დაფარული. კურორტი ფაქტობრივად აღარ არსებობს.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 11 ცხედარი, დაკარგულად ითვლება და ეძებენ 25 ადამიანს, მათ შორის არიან ბავშვები.

იმის გამო, რომ შოვი მოწყვეტილია გარე სამყაროს, დაღუპულების გადმოსვენება ვერტმფრენით ხდება. ვერტმფრენებითვე მოხდა სტიქიის ზონიდან დღეს დილით, 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება.

შოვში ყველა ტურისტული ობიექტი განადგურებულია. წაღებულია გზები და 2 ხიდი. კურორტი 30 საათია გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.

მაშველებს, ჯარს, მოხალისეებს - რამდენიმე მეტრიან ტალახში უწევთ ადამიანების ძებნა.

ასევე ნახეთ:

რაჭაში სტიქიას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

დაკარგულების ვინაობა - ვის ეძებენ სტიქიის ზონაში

უმძიმესი და ემოციური კადრები შოვიდან - როგორ გამოჰყავთ მაშველებს მოქალაქეები უსაფრთხო ადგილზე

,,ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები... მარტო მე ვრჩები ოჯახიდან ცოცხალი..." - სულის შემძვრელი პოსტი შოვში დაკარგულებზე

სამაშველო სამსახურებმა შეძლეს იმ ლოკაციების გადალახვა, რაც აქამდე ვერ ხერხდებოდა - ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება