დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ბათუმში, ბატუტზე დაშავებული 3 წლის დანიელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
„თვალები გაახილა, თქვენმა ლოცვამ სასწაული მოახდინა... მთელი ღამე არ მეძინა, ველოდებოდი პასუხებს. 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა რამდენიმე წუთის წინ და დედა მოითხოვა... დედა მინდაო, დედა კი ბათუმშია და 10 წლის შვილს გლოვობს.... როგორ უნდა გააგებინო 3 წლის ბავშვს, რომ დედა ვერ ჩაეხუტება, რომ დედა ვერ მივა მასთან..“ - წერს შოთო სიხარულიძე.
შეგახსენებთ, 12 მარტს, ბათუმში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ბატუტი მოგლიჯა, რის შედეგადაც ძმები დაშავდნენ. 10 წლის დავითი გარდაიცვალა, ხოლო მისი სამი წლის ძმა თურქეთში გადაიყვანეს, სიკვდილს კი ამ დრომდე ებრძვის.
ბავშვების დედა უკრაინელია, ხოლო მამა ქართველი. ოჯახი უკრაინაში ომის დაწყებისა და ხერსონის დაბომბვის შემდეგ საქართველოში, ბათუმში წამოვიდა.
სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!