„თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან ეფექტურია“ - ხალხური მედიცინის სპეციალისტის, არუნ ხათრის რეკომენდაცია

არუნ ხათრი

ხალხური მედიცინის, „აიურვედას“ სპეციალისტი, არუნ ხათრი წონაში კლებისთვის სპეციალურად შედგენილ კვების რაციონს და ნაყენის რეცეპტს გვიზიარებს:

„თუ გინდა გახდომა, ეს რეცეპტი თქვენთვისაა! 15 დღეში შეიცვლება თქვენი სხეულის ფორმა – გარდა ამისა ეს რეცეპტი თქვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან ეფექტურია! რაც შეეხება ნაყენს, რომლის დალევას იწყებთ კვებამდე ნახევარი საათით ადრე.

მისთვის დაგჭირდებათ – დარიჩინი, ლიმონი, ვაშლის ძმარი და ჯანჯაფილის ნაყენი. 1 ლიმონი გაწურეთ, დაამატეთ 1 სუფრის კოვზის მეოთხედი დარიჩინი. 1 სუფრის კოვზი ჯანჯაფილის ნაყენი და 1 სავსე სუფრის კოვზი ძმარი, დაამატეთ გადადუღებული გაგრილებული ერთი ჭიქა წყალი, შეგიძლიათ ცოტა მარილიც დაამატოთ.

ეს ნაყენი დალიე კვებამდე 30 წუთით ადრე. რაც შეეხება კვების რაციონს. 12 საათისთვის მიირთვით კვერცხი ( 4 კვერცხიც კი შეგიძლიათ ჭამოთ). ნახევარი ავოკადო, თუ ის გეძვირებათ, მაშინ 1 კოვზი ზეითუნის ზეთი მიაყოლეთ.
თუ კვერცხი არ გიყვართ, მაშინ მიირთვით მოხარშული ხორცი. შეგიძლიათ ბოსტნეული, ასევე წიწიბურა 50 გრამი.
თუ გახდომა გინდათ, არ მიირთვათ გერკულესი, ორცხობილა და არავითარი ტკბილეული!

მეორე კვება 16 საათზე: 100 გრამი მაწონი. 1 მუჭი თხილეული. არ მიირთვათ ხილი ამ დროს 20 საათზე ბოლო კვებაა. შეგიძლიათ ამ დროს მიირთვათ ბოსტნეულის სალათი რამდენიც გინდათ.

ასევე ლობიო, კვერცხი, ოსპი, ბურღულეული, ხორცი, წიწიბურა ან ერთი ნატეხი ჭვავის პური. დამერწმუნეთ ძილშიც კი დაიწვება თქვენი ცხიმები“, – ამბობს არუნ ხათრი.