„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
გუდაურში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. უბედურ შემთხვევას ცხრა მსხვერპლი ჰყავს. ერთი უცხოელი პარაპლანისტია, დანარჩენი კი სამაშველო ოპერაციის მონაწილე ეკიპაჟის წევრები.
ტრაგედიის შემდეგ დაიწყო იმაზე საუბარი, თუ რა უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით. იყო მინიშნებები რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებითაც.
სტანდარტების დაცვა, ასაფრენი და დასაჯდომი მოედნების, საფრენი ზოლის მოწესრიგება – ამაში ხედავს გამოსავალს პარაგლაიდინგის ინსტრუქტორი და აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამის მოწესრიგებაზე.
“ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერზე საუბარი იწყება მას შემდეგ, რაც მოხდება უბედური შემთხვევა. ამის ირგვლივ ჩვენ ხშირად გვქონდა საუბარი, მომხდარიყო რაღაც ფორმით რეგულაციები, ნორმატივების დაცვა და ჩამოყალიბება. პარაგლაიდინგის, როგორც პროფესიის ტურისტულ ბიზნესში გამოყენებისთვის, ნორმატივების დაცვა უნდა მომხდარიყო. ასეთი ლოკაციები საქართველოში არ არის ბევრი, რამდენიმეა, ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია გუდაური.
პარაგლაიდინგი, როგორც სპორტი და როგორც, პროფესია და მისი გამოყენება კომერციულად, სხვადასხვა სფეროა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ აქტივობის სპორტულად განვითარებას წინ უსწრებდა მისი ბიზნესში გამოყენება, არ ყოფილა სპორტულად შესწავლილი. პარალელურად ვითარდებოდა რეგულაციები, ხდებოდა შესწავლა. გუდაური გადაღეჭილია, იმდენია ნაფრენი. თანმიმდევრულად, პროფესიულად და აკადემიურად უნდა მივყვეთ საკითხს და მოხდეს შესწავლა. ეს ერთ-ერთი ჩვეულებრივი გასართობი აქტივობაა, ლამაზი სპორტია, მაგრამ ბიზნესში მისი გამოყენებისთვის საჭიროა სტანდარტების დაცვა, როგორიცაა ასაფრენი და დასაჯდომი მოედნების, საფრენი ზოლის მოწესრიგება.
სად უნდა იფრინოს პილოტმა? – შენ რომ კომერციულად გამოიყენებ უნდა იფრინო რაღაც ზოლში, სამოქალაქო ავიაციის ნორმატივი არსებობს ამ სფეროს რეგულაციებით, ზეპირად დადგენილი – აქ არ იფრინო, იქ არ იფრინო, ამის იქით არ მომხდარა რეგულაცია. ეს ძალიან შემოსავლიანი აქტივობა და ბიზნესია, ქვეყანას შემოსავალი უნდა. ჩვენ როდესაც მივმართეთ სპორტის სამინისტროს, საავიაციო განხილვები იყო ამაზე – თქვენ ისედაც ფულს აკეთებთ და თქვენით მოიწესრიგეთ თავიო, ეს გვითხრეს. იუსტიციის სამინისტროში გვქონდა შეხვედრა, გუბერნატორის აქტივობით გვქონდა შეხვედრები. ყველამ თავი აგვარიდა. გუდაურის პარაგლაიდინგის პილოტები არიან ძალიან მაგარი, მათ ლიცენზირებაზე და პროფესიონალიზმზე არ დგას საკითხი, საკითხი არის – ზურგის შექცევა ჩვენს მიმართ.
ჩვენ როგორ დავფრინავთ: მიხვალ დარეგისტრირდები მცირე მეწარმე, ან გაფორმდები ხელშეკრულებით შპს-სთან და გაქვს უკვე უფლება ეს დაიწყო. ლიცენზირების თემა გაუქმდა ერთი პერიოდი, მაგრამ კანონმდებლობაში წერია, მსგავსი ექსტრემალური აქტივობა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია მოითხოვს ლიცენზირებას. მაგრამ ვინ უნდა იყოს მალიცენზირებელი ორგანო? ლიცენზიების გაცემა და სწავლების უფლება აქვს ყველას – მიკრო მეწარმეს, აიპის, შპს. მაგრამ აკრედიტებული სასწავლებელი, სილაბუსი, მიმართულება არ არის. ეს არის პრობლემა. ყველაზე მთავარი არის რა, როგორ შეიძლებოდა ამის თავის არიდება – ნორმატივები უნდა დაადგინოს მთის კურორტებმა, მოაწესრიგონ, სარეკრეაციო ზონები გააკეთონ“- ამბობს ლაშა ჯაპავა.
მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო.
ცნობისთვის, გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა. ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.