გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
„რუსი ტერორისტები უნდა განიდევნონ უკრაინიდან და გაეროდან“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დამპყრობლების მიერ, უკრაინელი ჯარისკაცებისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ განაცხადა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსეთის ფედერაციამ პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულებზე.
„აბსურდია, რომ რუსეთი, რომელიც ISIS-ზე უარესია, ხელმძღვანელობს გაეროს უშიშროების საბჭოს. რუსი ტერორისტები უნდა განიდევნონ უკრაინიდან და გაეროდან“, - წერს კულება.