1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ხვალ და ზეგ საქართველოში ამინდი გაუარესდება.
,,12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.