პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგი, მიხეილ ცაგარელი ჟურნალ „თბილისელებთან“ აპრილის თვის მნიშვნელოვან მომენტებზე საუბრობს.
მიხეილ ცაგარელი პლანეტებსა თუ ვარსკვლავებზე დაკვირვებით ამბობს, რომ აპრილის თვე, მთლიანობაში, პოზიტიურ გარდაქმნებს გვპირდება. თუმცა, ამასთანავე, კონკრეტულ პერიოდებში მოსალოდნელია მთელი რიგი სირთულეები, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ.
„მთლიანობაში, აპრილის თვე, საკმაოდ პოზიტიურ გარდაქმნებს გვპირდება. ეს პერიოდი კარგია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუმცა, თვის შუა პერიოდში მაინც არის მოსალოდნელი სირთულეები. 6 აპრილის სავსემთვარეობის შემდეგ დედამიწის ბიოსფერო აღმოჩნდება სასიკეთო კოსმოსური გავლენის ზონაში. 12 აპრილიდან წარმატების პლანეტა იუპიტერი შეუერთდება მზეს, ხოლო პლანეტა მერკური სახლს დაიდებს ვერძის ზოდიაქოში. იმავდროულად, კირჩხიბის ნიშანში მოძრავი აქტიური პლანეტა მარსი, ზემოთ ჩამოთვლილ პლანეტებთან ერთად, გამოათავისუფლებს ენერგიას, რომელიც ხელს შეუწყობს ოჯახის კეთილდღეობას, სასიყვარულო და პარტნიორული ურთიერთობების დალაგებას. ასევე, ეს დრო კარგია უძრავ ქონებასთან, მიწის ნაკვეთებთან, მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი გეგმა სასურველია, განხორციელდეს 13 აპრილამდე, რადგან შემდგომ სიტუაცია გაუარესდება.
– ეს ტენდენცია თვის ბოლომდე გასტანს?
– არა. 14-იდან 21 აპრილამდე დროის მონაკვეთში, უარყოფითი ენერგეტიკული ზემოქმედება გამოიწვევს კონფლიქტებსა და წარუმატებლობას. საზოგადოებაში მოსალოდნელია მღელვარება. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს აგრესიულ გამოვლინებებსაც. არაა გამორიცხული, სახალხო გამოსვლები, მიტინგები, გაფიცვები. ამ პერიოდში არ არის რეკომენდებული მივლინებები და შორეული მოგზაურობები, რადგან იზრდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, საჰაერო და სარკინიგზო მოძრაობის შეფერხება, სხვადასხვა სახის ავარიები, უმიზეზო კონფლიქტები და სერიოზული პრობლემები. უფრო მშვიდი აღმოჩნდება 21 აპრილის შემდგომი პერიოდი, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე, ჩანაფიქრის განხორციელება ან მოგზაურობა სასურველია, ამ პერიოდისთვის დაიგეგმოს. 20 რიცხვიდან მზე გადაინაცვლებს კუროს ზოდიაქოში, რაც უმეტესობა ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლების ფსიქოემოციურ მდგომარეობას გააწონასწორებს და ნორმაში მოიყვანს.