მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, „სარფის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინეს

შსს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სგპ „სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის - 79 აბი „სუბოტექსი”, ასევე 12 აბი „მდმა“ და „მარიხუანა“ აღმოაჩინეს.

განსაკუთრებულ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებები კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მალულად (სამგზავრო ჩანთასა და ქურთუკის ჯიბეებში) შემოჰქონდა. გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.