საქართველოს საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1785603046
საბერძნეთში, ათენის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე საკურორტო ზონაში, პორტო-გერმენოში, მასშტაბურ ხანძარს 300-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ძლიერი, შტორმული ქარის გამო, რომლის სიჩქარე საათში 130-150 კილომეტრს აღწევს, საავიაციო ტექნიკა და თვითმფრინავები ადგილზე ოპერირებას ვერ ახერხებენ ან იძულებულნი გახდნენ, მუშაობა შეეჩერებინათ.
ცეცხლის ალმა უკვე მიაღწია საცხოვრებელ ზონებსა და სანაპირო ზოლს. ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაშველების ინფორმაციით, განადგურებული და დაზიანებულია ათობით სახლი.
პარალელურად, მძიმე ვითარებაა ვიოტიის (ბეოტიის) რეგიონშიც. საავტომობილო გზების ჩაკეტვის გამო, მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია ზღვის საშუალებით — სანაპირო დაცვისა და კერძო გემების ჩართულობით ხორციელდება.
საბერძნეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ძლიერი ქარი ხანძრის ახალ კერებს წარმოქმნის და ვითარებას უკიდურესად ართულებს.