,,თმები ჩემთან ერთად გადაიპარსა, რათა დაემტკიცებინა, რომ მეგობრობა ერთგულებაა... ის კი გაფრინდა..." - ცნობილი გინეკოლოგის ემოციური პოსტი

manana

რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი მანანა ქოჩიაშვილი, მეგობრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ძალზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ექიმი წერს, რომ როდესაც სიმსივნეს ებრძოდა და თავის გადაპარსვა მოუხდა, მისმა მეგობარმა, ნინო ვასაძემ, მეგობრული და ქალური სოლიდარობის მიზნით, თავადაც გადაიპარსა თავი... ასეთი მეგობრის დაკარგვა, ბუნებრივია, ძალიან შემაძრწუნებელია.

მანანა ქოჩიაშვილი: მინდოდა მომეძებნა ყველა ფოტო, რაც კი ერთად გვაქვს გადაღებული… მინდა მომეყოლა თქვენთვის ადამიანზე, რომელიც არავის არ ჰგავდა და იყო იმედი და ძალა გარშემომყოფთათვის…

მინდა გიამბოთ ადამიანზე, რომელმაც ჩემი ონკოლოგიის დროს, თმები ჩემთან ერთად გადაიპარსა, რომ გამოეხატა თანადგომა და ჩემთვის კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ მეგობრობა არის ერთგულება და სხვა არაფერი…

მის გვერდით ყოფნა იცით რას ნიშნავდა?? იმას, რომ როდესაც გიჭირდა, პირველად მისი ტელეფონის ნომერს იღებდი და შემდეგ ოჯახის წევრების…

ის კი გაფრინდა და მის გარეშე უნდა ვისწავლოთ ცხოვრება… როდესაც რაღაც გაგვიჭირდება, ჩვენ თვითონ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ… იმიტომ რომ ეს ქცევა გვასწავლა ზუსტად… რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და გამოსავალი ყოველთვის არსებობს, სიკვდილის გარდა…

ის არ მომკვდარა… ის მხოლოდ გარდაიცვალა… ნინო ვასაძე… ნინო ვასაძე… ნინო ვასაძე….