„თითი ამპუტირებული იყო... პაციენტი გონზეა“ - რას ამბობენ კლინიკაში ბრალდებულ ნიკა კაპანაძეზე

კაპანაძე

ვერაზე 4 ადამიანის დაჭრის ბრალდებით დაკავებული 42 წლის ნიკა კაპანაძე ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

შსს-ს ცნობით, მან დაკავებისას თითებზე დაზიანება მიიღო, რადგან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

კლინიკის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ კაცის მდგომარეობა სტაბილურია და მას კლინიკიდან, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ. ექიმის თქმით, კაცი ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ მკუნრალობს:

„23 რიცხვში 00:34-ზე სასწრაფოს მიერ შემოყვანილი იქნა 42 წლის მამაკაცი. დაზიანება იყო მარცხენა მტევნის პირველი თითის არეში, ამპუტირებული იყო თითი, მარჯვენა მტევნის არეშიც იყო, თუმცა იქ ზედაპირული ტრავმები იყო.

ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა, პაციენტი ავიდა საოპერაციო ბლოკში და ამ წუთებში იმყოფება ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა.

ტყვიას ვერავინ დაადასტურებს, არ ვიცით, იქ რა იყო, როგორ მოხდა დაზიანება, ეს არ ვიცით, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

პაციენტი გონზეა, კონტაქტურია. პალატაშია ბადრაგთან ერთად. სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ, როგორც პაციენტის მდგომარეობა იქნება, იმის მიხედვით“, - განაცხადა ექიმმა.

22 ივლისის საღამოს თბილისში, ვერაზე, სროლა იყო. დაიჭრა 4 ადამიანი, რომელთაგან 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან ერთი – 17 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა