თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, აპრილის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

თბს

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, აპრილის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი  ტრენერებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.

აპრილის თვის შეხვედრების განრიგი:

• პირველი ტრენინგი 14 და 16 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება და ის შემდეგ თემატიკას დაეთმობა - „რატომ მუშაობს და რატომ არ მუშაობს რეკლამა“. ტრენინგს ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, ალექსანდრე ჩომახიძე გაუძღვება.

• მეორე ტრენინგის თემა მარკეტინგის და ფასწარმოქმნის სტრატეგიას შეეხება და მას ბიზნესკონსულტანტი, მირანდა მანჯგალაძე გაუძღვება. ტრენინგი ონლაინ ფორმატში, 22 აპრილს ჩატარდება.

• მესამე ტრენინგი, ფიზიკურ სივრცეში,  25 აპრილს გაიმართება და ის ESG თემატიკას  - „ბიზნესის გზა მდგრადობისკენ - შექმენი მწვანე მომავალი” დაეთმობა. შეხვედრას  საერთაშორისო კომპანია „დეველორი“ გაუძღვება. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა: მწვანე დაფინანსება, მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები. 

• აპრილის თვის მეოთხე ტრენინგი მცირე და საშუალო ბიზნესების ფინანსური ანალიზის თემატიკაზე იქნება. 29 აპრილს, ბიზნესკონსულტანტი შალვა ახრახაძე მარტივ და ეფექტურ ანალიტიკურ ინსტრუმენტებს განიხილავს, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება ბიზნესის მდგომარეობის სწრაფი შეფასება და ანალიზი.

• მეხუთე ტრენინგი 30 აპრილს, ონლაინ ფორმატში ჩატარდება, საგადასახადო საკითხების თემატიკაზე. ტრენერი, დავით პაპიაშვილი საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს.
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს

წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://tbcbank.ge/ka/business/education  , სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.