თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, სავარაუდოდ, რატომ გაუქმდა კოვიდპასპორტი

ვინ ვერ აიღებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, სავარაუდოდ, რატომ გაუქმდა კოვიდპასპორტი.

„მე არ ვარ საკოორდინაციო საბჭოს წევრი, არც ვაქცინაციის საბჭოს წევრი და მე არ მაქვს მონაცემები, თუ რა დადებითი ეფექტი ჰქონდა ამ კოვიდპასპორტებს. მე ვუშვებ ასეთ მიდგომას, სავარაუდოდ, ეს ასე იქნებოდა, რომ გარკვეულმა კომპეტენტურმა ადამიანებმა შეაფასეს, თუ რა მოგვცა ამ მწვანე პასპორტმა, მოგვცა თუ არა ის ეფექტი, რასაც მისგან ელოდნენ. სავარაუდოდ, მან ის ეფექტი ვერ მოგვცა, რასაც ელოდნენ, რის გამოც მოხდა გაუქმება. ეს ჩემი ვარაუდია, რამე თუ მე არ ვიყავი არც გადაწყვეტილების მიმღები და არც რომელიმე ამ საბჭოს წევრი", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

შეგახსენებთ, საქართველოში „მწვანე პასპორტი“ გაუქმდა.