რატომ კვდება ფულის ხე - სპეციალისტები მთავარ შეცდომებს ასახელებენ
1767610980
როგორია ამინდია მოსალოდნელი საქართველოში - თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ "პრაიმტაიმთან" ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
"უახლოეს დღეებში, არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.
დღეს და ხვალ საქართველოში ნარჩუნდება მაქსიმალური ტემპერატურა, 33 გრადუსი. 24-ში ტემპერატურა ისევ დაიკლებს და იქნება ხანმოკლე ხასიათის წვიმა.
27 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. იგივე მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოში."