სემეკმა „თელასი" 50 000 ლარით დააჯარიმა

სემეკი

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების კომისიამ „თელასი” 50 ათასი ლარით დააჯარიმა.

კერძოდ, მიზეზი კომპანიის მიერ, სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობაა.

„მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა, თუმცა კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.