ირანში საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
1772270709
კომპანია „თელასი“ თბილისის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რათა აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს
„დღეს თბილისის ქსელში მაღალი ძაბვის ხაზებზე დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდის, ვაკის და დიღმის დასახლების 100 000 მომხმარებელს.
დილის ხუთ საათზე მკვებავი მაღალი ძაბვის ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგია შეუწყდა ქვესადგურს დიღომი 1-ს. აღდგენითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და 12 საათისთვის 30000 მომხმარებელს ელექტროენერგია უკვე მიეწოდა
ასევე, დილის 10 საათისთვის დაზიანდა მთაწმინდა 1 და 2 მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა მთაწმინდისა და ვაკის რაიონის 70 000 მომხმარებელს.
თელასის ტექნიკური სამსახურის მიერ ადგილზე მიმდინარეობს ხაზების დათვალიერება, რათა აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დასრულდეს“, – ნათქვამია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.