1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
· თბილისში წარმოდგენილი ახალი მოდელები MAN-ის ყველაზე ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც გერმანულმა მწარმოებელმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში განახორციელა;
· პრემიუმ ბრენდის ტექნიკა საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა - გაუმჯობესებული აეროდინამიკა საწვავისა და გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს;
· ახალი MAN TGX “Inernaional Truck of the Year” სტატუსის მფლობელია. ეს არის სატრანსპორტო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაიცემა.
Tegeta Truck & Bus-მა თბილისში MAN-ის უახლესი თაობის სატვირთოები წარადგინა. სრულიად ახალი სტანდარტის სატვირთო ავტომობილების პრეზენტაცია საქართველოს დედაქალაქში, ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეში გაიმართა. მომხმარებელსა და პარტნიორებს MAN TGS და MAN TGX მოდელები წარუდგინეს. ეს სატვირთო ავტომობილები გერმანული მწარმოებლის ამბიციური პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელზედაც MAN-ის 2100 თანამშრომელი მუშაობდა.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი: „გვიხარია, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ქართულ ბაზარზე MAN- ის უახლესი სატვირთო ავტომობილები წარვადგინოთ. სატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და ინდუსტრიაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. უკვე 16 წელია Tegeta Truck & Bus გერმანული პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერია საქართველოში. თეგეტა პირველი იყო რეგიონში, ვინც სატვირთო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი, უმსხვილესი კონცერნის ნდობის მოპოვება შეძლო და ოფიციალური იმპორტიორი გახდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიყოთ პირველები, ვინც მომხმარებელს MAN-ის ახალი თაობის პროდუქციას წარუდგენს. ამასთანავე, გერმანული ბრენდის სტანდარტით აღჭურვილ სერვისცენტრში ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებას ვუწევთ“.
ახალი თაობის ავტომობილებით MAN-მა საკუთარი სტანდარტი კიდევ უფრო გააუმჯობესა. კომფორტული და უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემებით აღჭურვილი სატვირთოების შექმნამდე 700-ზე მეტი მძღოლი გამოიკითხა. სამუშაო შეხვედრას მომხმარებლებიც ესწრებოდნენ 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. სატესტო მანქანებმა კი 4 000 000 კილომეტრი გაიარეს.
სერგეი ხავკინი, MAN-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: „საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია ჩვენი კომპანიისათვის. ადგილობრივ ბაზარზე MAN-ის ბრენდის განვითარებაში ჩვენს პარტნიორს საქართველოში Tegeta Truck & Bus-ს განსაკუთრებული როლი აქვს. მოხარულები ვართ, რომ ახლა საქართველოს გზებზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებიც გამოჩნდებიან. ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს საქმე გავუმარტივოთ, რათა მათ უფრო ეფექტიანად და წარმატებულად შეძლონ ბიზნესსაქმიანობა. ამ დანაპირების შესრულებაში MAN-ის ახალი წარმოების ის სატრანსპორტო საშუალებებიც დაგვეხმარება, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციაზეა წარმოდგენილი. სიამოვნებით ვესწრები ღონისძიებას, სადაც MAN-ის ცენტრალურ ოფისს წარმოვადგენ“.
საქართველოს დედაქალაქში გამართულ პრეზენტაციას, გერმანული ბრენდის წარმომადგენლებთან ერთად, 250-ამდე სტუმარი ესწრებოდა.
ინდუსტრიული საექსპოზიციო სივრცე რამდენიმე ნაწილად გაიყო. შეიქმნა კონცეპტუალური ზონა, სადაც გერმანული ბრენდის ორსაუკუნოვანი ისტორია და MAN-ის სატვირთოების განვითარების ეტაპები სპეციალური პროექციის დახმარებით აჩვენეს.
საპრეზენტაციო ზონაში კი მულტიმედიური შოუ მოეწყო, სადაც ვიდეო და აუდიო შთამბეჭდავი ეფექტების ფონზე სტუმრებს MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ცალკე სივრცე დაეთმო უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებებს. საგამოფენო ნაწილში ღონისძიების დამსწრეებმა MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოები და MAN TopUsed ხაზის მოდელები დაათვალიერეს.
Simply my truck - მეტი უსაფრთხოება და კომფორტი
MAN-ის ახალი თაობის ავტომობილები უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. სატვირთოების სეგმენტში პირველად ავტომობილებზე გვერდითა ხედვის სარკეების ნაცვლად კამერებია დამონტაჟებული. შედეგად მძღოლს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების ირგვლივ პერიმეტრი სალონში განთავსებულ ეკრანზე გააკონტროლოს.
ასევე შესაბამისი ფუნქციონალის დახმარებით მძღოლი დისტანციისა და სამოძრაო ზოლის დაცვას და, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან არიდებას შეძლებს. თანამედროვე სისტემები, როგორებიცაა მოხვევის, საცობის ასისტენტი და ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა, მძღოლს ზედმეტი დატვირთვისგან ათავისუფლებს.
უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან ერთად, მკვეთრად გაუმჯობესდა და მძღოლის საჭიროებების გათვალისწინებით მოეწყო ავტომობილის ინტერიერიც. შიდა სივრცე ციფრული სერვისებით აღიჭურვა.
მრავალფეროვან ფუნქციონალს, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს, მძღოლის კომფორტზე მორგებული სალონიც ემატება.
უფრო მოსახერხებელია ავტომობილში არსებული მოსასვენებელი სივრცეც. მძღოლებისათვის, რომლებსაც დიდი დისტანციის დაფარვა უწევთ, ამ საკითხს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
უახლესი სტანდარტის სატვირთოების ძარა შემსუბუქებული, თუმცა უფრო მყარია, რაც მეტი ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა.
MAN Truck-ის ახალი თაობა - პროექტი ციფრებში
პროექტს MAN-ის 2 100 თანამშრომელი ამუშავებდა
პროექტზე მუშაობის დრო: 12 000 000 სამუშაო საათი
პროგრამული უზრუნველყოფისთვის დაიწერა: 2 800 000 კოდი
დიზაინზე მუშაობის დრო: 167 000 სამუშაო საათი
4 000 000 კილომეტრი ტესტდრაივზე
MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებში ხელმისაწვდომია 8 სხვადასხვა ზომის კაბინა.
კონფიგურატორის მეშვეობით შესაძლებელია ახალი MAN TGX-ის, TGS-ის, TGM-ის ან TGL-ის ზუსტად ისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიც მომხმარებელ კომპანიას სურს, მის ჩამოყვანას კი საქართველოში კომპანია Tegeta Truck & Bus უზრუნველყოფს.
Tegeta Truck and Bus: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია 2006 წელს დაარსდა და ის საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და მთლიანად გერმანულ სტანდარტებზეა მორგებული.
კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქში გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებაში.